დეპუტატ კობა დავითაშვილის განცხადებით, „საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონპროექტის მხარდაჭერა მისი ძველი ვალია.
„აღარც ვიღებ პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობას. ამ კანონპროექტის მხარდაჭერა ჩემი ძველი ვალია, ჩემი სინდისის წინაშე. ეს საკითხი ოთხი წლის წინ დავსვი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმირება იყო საჭირო. ჩემი დასმული საკითხი ბევრია, მაგრამ დღის წესრიგში არცერთი აღარ არის. მოწინააღმდეგეები უკვე აკონტროლებენ საკონსტიტუციო სასამართლოს და ამ კონტროლის დაკარგვა არ სურდათ. ეს კანონი მათ ამ კონტროლის საშუალებას აღარ მისცემს", - განაცხადა კობა დავითაშვილმა.