logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ჯანსუღ ჩარკვიანის „პასუხი ჩემბერლენს!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 14:14

 

 

ჯანსუღ ჩარკვიანის „პასუხი ჩემბერლენს!“

„ნუგზარ ფოფხაძესთან თანამედროვე ქართული ჟურნალისტიკა ვალშია, „ივერიის“ მამულიშვილური გზა მან გააგრძელა და დღემდე შეურყვნელად მოიტანა“...

 

 

გეყურებათ, „იბერიის“ ტელევიზიის ჟურნალისტებო, მეტისმეტად „საინტერესო“ მრევლო და ეგზალტირებულო დიაცებო?

 

ეს ფანტასტიკური შეფასება ეკუთვნის ჩემგან „გამწარებულ“, „დაჩაგრულ“, „დევნილ“ დიდ ქართველ პოეტს და ცნობილ რედაქტორს ჯანსუღ ჩარკვიანს, რაც გამოთქვა არმაზ სანებლიძესთან ინტერვიუში, რომელიც გაზეთმა „საქართველოს რესპუბლიკამ“ დაბეჭდა. თავად მე ნანახი არ მქონდა და ახლახან მომაწოდეს პირად ფოსტაში.

 

„პუბლიკაცია“ ეკუთვნის ბატონ ლაშა გვასალიას, მისივეა შეკითხვაც: „რომელს დავუჯეროთ, ჯანსუღს თუ თაკოს, ისე, არცერთისა რომ არ ვირწმუნოთ, უკეთესი იქნება!..“

 

პირადად მე ღიმილიანი გულწრფელობით ვიტყვი: აბსოლუტურად ვეთანხმები ბატონ ლაშა გვასალიას.

 

დავამატებ: არც ისეთი მიამიტი ვარ და არც ისეთი „გარეკილი“, რომ „საჭირო დროს“(!!!) გამოთქმული მთაწმინდის ბინადარის ეს „შეფასება“ ჭეშმარიტებად მიმეღო. ამ მხრივ ყოველთვის ფხიზლად ვიყავი და ვარ.

 

მხოლოდ იმიტომ ვაქვეყნებ ამ „ჩანაწერს“, რომ დაგანახოთ სხვაობა „მამათა“ და „შვილთა“ შორის, არა მარტო მენტალიტეტში, არა მარტო გულწრფელობაში, არა მარტო „პიარ-ტექნოლოგიებში“, არამედ ... დროშიც!!! თუმც, მსგავსებაც არის. და ისიც „დ რ ო ს თ ა ნ“ არის დაკავშირებული, ოღონდ ს ა ჭ ი რ ო დროსთან!

 

P.S.: ისე, ბატონ ჯანსუღს მისი ქალიშვილის სათაყვანებელი კანდიდატის პარტიისა და მისი ლიდერისადმი ისეთი „სასიყვარულო“ ლექსები აქვს მიძღვნილი, რომ... ხომ არ გავიხსენოთ?

 

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner