logo_geo
eng_logo
ნუგზარ ფოფხაძე: ფრიდონ თოდუა დარჩა ჩვენს მეხსიერებაში როგორც კაცი-ლეგენდა!
- +

5 ოქტომბერი. 2018. 14:26

 

 

 

ლეგენდა: ფრიდონ თოდუა!!!

*********************************

 

დღეს წლისთავია...

 

რა სწრაფად გადის დრო. თითქოს გუშინ იყო... გუშინწინ... თავზე რომ მადგა და ძმასავით მივლიდა, ჩემს ტკივილს საკუთარივით განიცდიდა, ყველაფერს აკეთებდა, რომ...

 

და ასე იყო არა მარტო ჩემთან ურთიერთობაში. თითქმის ყველასთან... მისთვის არ არსებობდა შინაური თუ გარეული... ყველა პაციენტი მისთვის იყო შინაური, ახლობელი, ზრუნვისა და გულშემატკივრობის ობიექტი...

 

მე ვიცნობდი წინა თაობების დასტაქართ, მართლა ლეგენდებს... ფრიდონი სიცოცხლეშივე გახდა ისეთივე ლეგენდა!!!!! ოღონდ, პაწია განსხვავებით: მათი უმრავლესობა კ უ რ ნ ა ვ დ ა. ფრიდონიც! ისევ, პაწია ოღონდ: ფრიდონი ა შ ე ნ ე ბ დ ა კიდეც. აშენებდა პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით. აი, ის ვეებერთელა სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომელიც ხალხურად ჟღერს, როგორც „თოდუას კლინიკა“, მისი შექმნილია. პირადად. იდეითაც და პრაქტიკულადაც. და ის ვეებერთელა კორპუსებიც, რომლებშიაც განთავსებულია ეს ვ ე ე ბ ე რ თ ე ლ ა სამედიცინო ცენტრი, ფრიდონის ა შ ე ნ ე ბ უ ლ ი ა. სიცოცხლის ბოლო წუთამდე, მოძრავი სისხლის ბოლო წვეთამდე, გონების დაკარგვამდე ქმნიდა და აშენებდა.

 

წავიდა და დატოვა დიდ ტკივილთან ერთად... სიცარიელე, რომელსაც ვერავინ ამოავსებს.

 

დიდი სიყვარულის, დიდი მზრუნველობის, დიდი პასუხისმგებლობის და საოცარი პროგრესის მატარებელი იყო, ანუ იყო... კაცი!!!!!!

 

და დარჩა ჩვენს მეხსიერებაში როგორც კაცი-ლეგენდა!

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner