საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ზვიად კვაჭანტირაძე პარტია „ბედნიერი საქართველოსთვის" თავმჯდომარე ლეონიდ ჩერნოვეცკის პოლიტიკური აქტივობის შეწყვეტას ეხმაურება.
„ჩერნოვეცკის წასვლას მისი მრავალათასიანი „facebook"-გვერდი შეეწირა და დამენანა", - განაცხადა ზვიად კვაჭანტირაძემ.
ლეონიდ ჩერნოვეცკის მიერ პოლიტიკური საქმიანობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილება გვიან ღამით გახდა ცნობილი.