logo_geo
eng_logo
მშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ბრალდებულს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
- +

5 ოქტომბერი. 2018. 19:17

 

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მშობლების მიმართ განხორციელებული ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტზე კ.კ. დამნაშავედ ცნო.

 

„სასამართლოში  წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2018 წლის 15 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე კ.კ.-მ მშობლების მიმართ განახორციელა ძალადობა, რა დროსაც მამას - რ.კ.-ს და დედას - ე.კ.-ს  რამდენჯერმედაარტყა ხელი.

 

სამართალდამცველებმა კ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება 11',126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, ჩადენილი ორი პირისმიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

 

თბილისის საქალაქო სასამართლომ კ.კ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და  სასჯელის სახედ 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა“, - ნათქვამია მთავარი პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner