„ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა სპორტის სასახლეში ამ წუთებში იწყება. ყრილობაზე დასასწრებად უკვე მივიდა საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი.
სპორტის სასახლის დარბაზში ადგილები უკვე შევსებულია.
დამონტაჟებულია სცენა და მონიტორები. ადგილზე იმყოფებიან ,,ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე, თბილისის საკრებულოს წარმომადგენლები, ,,ქართული ოცნების" წევრები რეგიონებიდან.
ყრილობის დაწყებამდე დარბაზში საქართველოს ჰიმნი და სხვადასხვა ქართული მელოდია ჟღერს.
ღონისძიების გასაშუქებლად მედიისთვის სპეციალური ადგილია გამოყოფილი.