logo_geo
eng_logo
ანგელა მერკელის ოფისთან ღორის თავი დატოვეს
- +

14 მაისი. 2016. 16:13


უცნობმა პირებმა გერმანიის კანცლერის ანგელა მერკელის ოფისთან ღორის თავი დატოვეს. სამართალდამცვლებმა ღორის თავი დილით პატრულირებისას შენიშნეს.


ღორის თავზე ანგელა მერკელის წინააღმდეგ მიმართული შეურაცხმყოფელი წარწერა იყო გაკეთებული, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა შეტყობინების შინაარსი არ გაასაჯაროეს.


მომხდარზე უკვე დაიწყო გამოძიება. საქმე გერმანიის კანცლერის შეურაცხყოფის ფაქტზეა აღძრული. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner