logo_geo
eng_logo
ნანა კაკაბაძე: როდესაც სასამართლო თავის ფუნქციასაც ვერ ასრულებდა, მამუკა ახვლედიანი დუმდა!
- +

24 თებერვალი. 2016. 13:16


 

„გაუთვლელი და არასწორი" - ასე აფასებს „რეპორტიორთან" საუბარში თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის განცხადებებს უფლებადამცველი ნანა კაკაბაძე.

 

„მამუკა ახვლედიანის განცხადებები არის არასწორი და გაუთვლელი. საერთოდ რა უნდოდა ამ ადამიანს და რა შედეგის მიღწევა სურდა, გაუგებარია. იმ პერიოდში, როდესაც წნეხი იყო სასამართლოზე და სასამართლო თავის ფუნქციასაც ვერ ასრულებდა, მაშინ დუმდა. ამ ფონზე დღეს მისი განცხადებები როგორ შეიძლება იყოს დამაჯერებელი?! ის იყო მდუმარე თავმჯდომარე, რომელიც იმ პერიოდის დანაშაულებებზე ხმას ვერ იღებდა, დღეს კი გამოდის და უმნიშვნელო საკითხებზე საუბრობს. აქედან გამომდინარე, მისი ქმედებები აღარ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სასამართლოს დამოუკიდებლობისთვის იბრძვის", - განაცხადა უფლებადამცველმა.






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner