logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი!
- +

14 მაისი. 2016. 16:50


„მოხარული ვარ, რომ დღეს მოგვეცა შეკრების და პარტიის მომავალსა და განახლების პერსპექტივებზე საუბრის საშუალება", - მიმართა ყრილობის მონაწილეებს პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ.



დღეს ჩვენ შევიკრიბეთ პარტიის ირგვლივ, რომელიც ფორსმაჟორულ პოლიტიკურ პირობებში, ხალხის სურვილით და ხალხის ნების შესასრულებლად შეიქმნა. ჩვენ გადავლახეთ ურთულესი 2012 წლის არჩევნები, რთული და დაბრკოლებებით აღსავსე რამდენიმე მომდევნო წელი. ჩვენ არ გვიზრუნია პარტიული კომფორტის მოწყობაზე მაშინ, როცა ქვეყანაში ურთულესი ეკონომიკური თუ სოციალური ბარიერები იყო დასაძლევი, ხოლო მოსახლეობა შიშის და ძალადობის წნეხიდან გამოსაყვანი. საქართველო ახალ გზაზე დადგა, სწორ გზაზე. საქართველოში არასდროს დაბრუნდება კლანური ან სხვა სახის მმართველობა. ჩვენ ჩვენ ქვეყანაში მოსახლეობასთან ერთად, ხალხის გვერდით დგომით ჩავუყარეთ საფუძველი დემოკრატიული, ევროპული ქვეყნის მშენებლობას, რომლის მართვის სტილი დემოკრატიული და ტოლერანტულია, ქვეყნის, სადაც კანონის ძალით მართავს ხელისუფლება და არა ძალადობით და განუკითხაობით. ჩვენი ლიდერია ხალხი, ჩვენ სწორება გვაქვს საქართველოს კონსტიტუციაზე, ჩვენი უმთავრესი ღირებულებებია თავისუფლება, ერთობა და პროგრესი", -  განაცხადა კალაძემ სპორტის სასახლეში, სადაც პარტიის ყრილობა მიმდინარეობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner