logo_geo
eng_logo
ვალერიან გორგილაძე: გვარამია, რომელიც პროპაგანდისტული ტელევიზიის დირექტორია, დღეს დასახვრეტთა შავ სიებს ადგენს!
- +

6 ოქტომბერი. 2018. 03:33

 

 

„ნაციონალური მოძრაობა“ ვირტუალური სამყაროს კონსტრუირებითაა დაკავებული და უნამუსობაა პარალელები, რაც ხორავას ქუჩაზე მომხდართან და გირგვლიანის საქმესთან თუ მედიასთან დაკავშირებით კეთდება“, – ამის შესახებ სოციოლოგმა ვალერიან გორგილაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ დროს მკვლელობა ხელისუფლებამ ჩაიდინა. რაც შეეხება მედიას, მედიასივრცის 90% დღეს ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი და ხელისუფლებას პრაქტიკულად, საკუთარი სატელევიზიო არხი არ გააჩნია. ბატონი გვარამია, რომელიც პროპაგანდისტული ტელევიზიის დირექტორია, დღეს დასახვრეტთა შავ სიებს ადგენს და წარმოიდგინეთ, ის და „ნაციონალური მოძრაობა“ რას იზამს, თუ ხელისუფლებაში მოვა“, – განაცხადა გორგილაძემ.

 

მისი თქმით, არსებობს დემოკრატიის განვითარების, მედიის თავისუფლების ინდექსები და ყველა ინდექსის მიხედვით, საქართველომ 2012 წლიდან დღემდე, საკმაოდ დიდი ნაბიჯები გადადგა.

 

„გამოქვეყნდა USAID-ის ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველო არის განვითარებადი დემოკრატიის სამყაროს ლიდერი ქვეყანა. ბატონმა ლევან სამუშიამ ბრძანა, რომ თურმე, „იმედი“ პროპაგანდისტულ ტელევიზიას წარმოადგენს და ის „რუსთავი 2“-ს შეადარა. ეს შედარება ლოგიკურია? როგორ უნდა მოახერხო და „იმედი“ და „რუსთავი 2“ თანაზომადი როგორ უნდა გახადო? ეს აბსოლუტურად ირაციონალური დისკურსია და ობიექტური შეფასების დროს აბსოლუტური უუნარობაა“, – განაცხადა გორგილაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner