85 წლის ასაკში ესპანელი სოპრანო მონსერატ კაბალიე ბარსელონაში, ერთ-ერთ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ბოლო პერიოდში, მომღერალი საავადმყოფოში მკურნალობდა. მან ნაღვლის ბუშტის ქრონიკული დაავადება ჰქონდა.
არსებული ინფორმაციით, მონსერატ კაბალიეს 8 ოქტომბერს დაკრძალავენ.
მონსერატ კაბალიეს საოპერო კარიერა 50 წელს ითვლის.