საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარედ აირჩიეს. დელეგატებმა პრემიერის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარის ადგილი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პარტიიდან წავიდა.