logo_geo
eng_logo
ფეროშენადნობთა ქარხნის ტერიტორიაზე უნიკალური ავტომობილების რალი გაიმართა
- +

6 ოქტომბერი. 2018. 15:13

 

 

 

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას უნიკალური, კლასიკური ავტომრბოლელები ეწვივნენ და საწარმოს ტერიტორიაზე საჩვენებელი რალი სახელწოდებით - Peaks of the Сaucasus გამართეს.

 

პროექტი მსოფლიო ტურნეს ფარგლებში ხორციელდება. 9 ქვეყნის წარმომადგენელი და სამოცამდე მოტომრბოლელი საქართველოს 2 ოქტომბერს ესტუმრა და მისი სხვადასხვა კუთხის შემოვლა დაიწყო.

 

აღსანიშნავია, რომ ტურნეში მონაწილე ავტომობილების ძირითადი ნაწილი ომამდელი წარმოებისაა. ყველაზე ძველი მანქანა - Vauxhall 30/98 1922 წელს არის გამოშვებული, ხოლო უახლესი - Jaguar Mark V Dropead Coupe - 1951 წელს.

 

ზესტაფონში გამართული რალი დამსწრე საზოგადოებისთვის შთამბეჭდავი აღმოჩნდა. ღონისძიებას როგორც ფეროშენადნობთა ქარხნის თანამშრომლები, ისე რიგითი ზესტაფონელები დაესწრნენ. მათ საშუალება ჰქონდათ, უნიკალური წარმოების ავტომანქანები ახლოდან დაეთვალიერებინათ.

 

ქარხნის დირექტორმა, ვასილ გველესიანმა პროექტს წარმატება უსურვა, ხოლო ტურნეს ორგანიზატორებს, კომპანიის სახელით, სამახსოვრო სიგელი გადასცა.

 

მოტომრბოლელები ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ბორჯომიდან ჩავიდნენ და გზა წყალტუბოსკენ გააგრძელეს. ტურნეს ფარგლებში, მონაწილეებს დაგეგმილი აქვთ მესტიის, უშგულის, სიღნაღის, ყაზბეგის, მესტიის და სხვა ადგილების მონახულებაც.

 

შეგახსენებთ, რომ პროექტი 2015 წლიდან ხორციელდება და მის ფარგლებში, ორგანიზატორებმა მსოფლიოს არაერთი ქვეყანა უკვე მოიარეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner