logo_geo
eng_logo
ლონდა თოლორაია: მონიტორინგს გავუწევთ ყველა იმ შეტყობინებას, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას
- +

6 ოქტომბერი. 2018. 18:09

 

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კვლევის პრეზენტაციის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის  დირექტორმა ლონდა თოლორაიამ განაცხადა, რომ აღნიშნული კვლევა 2016 წლის შედეგებს ასახავს. მისი თქმით, კვლევაში მოყვანილი მაგალითების დეტალური განხილვა უკვე მოხდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლებთან.

 

„აღნიშნული კვლევა, როგორც მოგეხსენებათ, ჩატარებულია 2016 წელს და იგი ასახავს იმ დროისათვის არსებულ მდგომარეობას. შინაგან საქმეთა სამინისტროს, კვლევის პრეზენტაციამდე, ჰქონდა შეხვედრა და კოორდინაცია ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან, კვლევის შედეგების განხილვის მიზნით.

 

ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი მონიტორინგს გაუწევს ყველა იმ შეტყობინებასა და სისხლის სამართლის საქმეს, რომლებიც შეეხება სექს-მუშაკების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

 

ასევე, გენერალური ინსპექცია მოახდენს შესაბამის რეაგირებას,  თუ დადგინდება პოლიციის მუშაკის მხრიდან ისეთი ქმედებების ჩადენის ფაქტი, რომელთა შესახებ მითითებულია საია-ს 2016 წლის კვლევაში.

 

ასეთ ფაქტებზე ეფექტიანი რეაგირებისათვის მნიშვნელოვანია, სექს-მუშაკებმა დროულად მოაწოდონ ინფორმაცია სამართალდამცავ ორგანოს მოქალაქისა თუ პოლიციელის მხრიდან მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის შესახებ“, - განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner