logo_geo
eng_logo
კახა კალაძე: მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალობა!
- +

14 მაისი. 2016. 17:02


„ქართული ოცნების" გამარჯვება იქნება ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის გამარჯვება", - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


კალაძემ პარტიის განახლებაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ „ქართული ოცნება" მუშაობას „განახლებული, მაღალპროფესიონალური და მოტივირებული ადამიანების საშუალებით შეუდგება".

 

„ქართული ოცნების" გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ჩვენი პარტიის გამარჯვება. ეს იქნება ქართველი ხალხის, ქართული დემოკრატიის განვითარების, იმ გზის გამარჯვება, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ დაადგა. ჩვენ შეგვწევს უნარი, შევქმნათ ახალი პოლიტიკური კულტურა ქვეყანაში. ჩვენი ვალდებულებაა, ხელი შევუწყოთ ხელისუფლების შტოების გაძლიერებას. ამიტომ პარტია სრულიად განახლებული, მაღალპროფესიონალური და მოტივირებული ადამიანების საშუალებით შეუდგება ჩვენი ოცნებების რეალიზებაზე მუშაობას. მალე დადგება დრო, როცა თითოეული მოქალაქის ოცნება გახდება რეალობა.  ჩვენ შეგვწევს ძალა, გვაქვს უნარი და მოტივაცია, ყველა რესურსის კონსოლიდაციით მივაღწიოთ ამას.

 

კიდევ ერთხელ მადლობას გიხდით ყველა თანაპარტიელს გაწეული მუშაობისთვის. მადლობას გიხდით ახალ წევრებს, ჩვენს მხარდამხარ ახალი გამოწვევების წინაშე დადგომისთვის და იმედი მაქვს, ჩვენი მუშაობა ნაყოფიერი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის, მომავლისთვის", - განაცხადა კახა კალაძემ. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner