დაბა ბაკურიანის ცენტრის ავტომანქანებისგან განტვირთვის მიზნით, შემოვლითი გზის მშენებლობა დაიწყო. ამჟამად გზის გაჭრის სამუშაოები მიმდინარეობს.
ახალი გზა ბორჯომ-ბაკურიანის 25-ე კილომეტრიდან იწყება და ტაბაწყურის გადასახვევთან სრულდება. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ციხისჯვარში, ანდეზიტსა და თორში მიმავალი მგზავრები, ბაკურიანში აღარ შევლენ.
2,5კმ. ბეტონის გზა 9 მეტრის სიგანის იქნება. გზაზე მოეწყობა სანიაღვრე სისტემა, განათება, საფეხმავლო და ველობილიკები.
გზის მშენებლობა მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ხორციელდება. ინფრასტრუქტურული პროექტისთვის ევროპის საინვესტიციო ბანკმა 6 მლნ. ლარზე მეტი გამოყო. მშენებლობის დასრულება 2019 წლის გაზაფხულზეა დაგეგმილი.