logo_geo
eng_logo
ჯეიმს აპატურაი: NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება
- +

7 ოქტომბერი. 2018. 02:50

 

NATO ცივი ომის დასრულების შემდეგ ყველაზე მასშტაბური წვრთნებისთვის ემზადება“, – ამის შესახებ NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ „პირველ არხს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განუცხადა. აპატურაის თქმით, საუბარია ნორვეგიაში დაგეგმილ წვრთნებზე.

 

„ეს არის პასუხი იმ გართულებულ, დაძაბულ უსაფრთხოების გარემოზე, რომელიც დღესდღეობით არის შექმნილი და რუსეთი არის პასუხისმგებელი ამაზე ევროპაში. წვრთნებს არ ექნება თავდასხმითი ელემენტები და ეს არის NATO-ს ტერიტორიის თავდაცვა. ეს არის პროპორციული ღონისძიება. დიახ, ეს არის ყველაზე მასშტაბური წვრთნები, რაც კი ნატოს ჰქონია, მაგრამ გაცილებით მცირე მასშტაბების, ვიდრე რუსეთი ატარებს.

 

ახლა მიმდინარეობს რუსეთის წვრთნები „ვოსტოკი“ და როგორც ამბობენ, 300 000 სამხედრო მონაწილეობს ამ წვრთნებში. ჩვენი გაცილებით მცირე იქნება, ვინაიდან ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს საკმარისია და ასეა საჭირო.

 

გასულ წელს რუსეთს გაცილებით დიდი სწავლება ჰქონდა ჩვენს საზღვრებთან. რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ მათ ეს საფრთხეს არ უქმნის და იცის, რომ რასაც თვითონ აკეთებს, ეს გაცილებით დიდი მასშტაბისაა. ჩვენ დასამალი არაფერი გვაქვს. NATO აძლიერებს თავდაცვას არაპროგნოზირებად გარემოში“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

 

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner