logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას!
- +

14 მაისი. 2016. 17:09


საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სპორტის სასახლეში, პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დემოკრატიული მმართველობა ევროპული ქვეყნების ცხოვრების წესია და ჩვენც სწორედ აქეთ მივდივართ.



ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ყველას, რომ მტკიცედ ვადგავართ დემოკრატიის გზას და ეს უნდა გავაკეთოთ პირველ რიგში იმით, რომ პარტიის შიგნით დავიცავთ დემოკრატიულ ღირებულებებს.

პირველ რიგში, ეს აუცილებლად გულისხმობს მკაცრ პარტიულ დისციპლინას და თითოეული წევრის პასუხისმგებლობას. პარტიის ერთიანი ხედვა ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე მისაღები უნდა იყოს ყველასთვის, ყველამ პატივი უნდა ვცეთ ამ ხედვას და დავემორჩილოთ გუნდის გადაწყვეტილებებს. ეს არის პარტიის სიმტკიცის გარანტია, მით უმეტეს, როცა მას ქვეყნის მართვის პასუხისმგებლობა აქვს აღებული", - მიმართა პარტიის ახალმა თავმჯდომარემ დელეგატებს.


კვირიკაშვილის განცხადებით, მათ უნდა დაანახვონ ყველას, რომ აერთიანებთ მკვეთრად გამოხატული მისწრაფებები და აქვთ ერთიანი პოლიტიკური ხედვა როგორც საშინაო, ისე საგარეო მიმართულებით.


ჩვენი პარტიის საგარეო-პოლიტიკური ვექტორი სრულად ემთხვევა ქართველი ხალხის ისტორიულ ნებას, იყოს ევროპის ნაწილი და ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი. ეს ჩვენი მსოფლმხედველობრივი ერთობაა ევროპასთან, ეს არის ჩვენი სწრაფვა თავისუფლებისკენ, უსაფრთხოებისკენ, მეტი შესაძლებლობებისკენ, თითოეული ჩვენი მოქალაქის უკეთესი ცხოვრებისკენ. სწორედ ამიტომ გვაქვს გეზი აღებული ევროკავშირისა და NATO-სკენ და ამ გეზს არ გადავუხვევთ", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner