საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ლოცვის დასრულების შემდეგ მრევლს წმინდა პირველმოწამის დღესასწაული მიულოცა.
„გილოცავთ წმინდა პირევლმოწამის, თეკლას დღესასწაულს, მისი ლოცვა შეგეწიოთ თქვენ და სრულიად საქართველოს“, - მიმართა პატრიარქმა მრევლს და ასევე აღნიშნა, რომ მომავალ კვირას არის სვეტიცხოვლობა.
„დღესასწაულთან დაკავშირებით შაბათს, საღამოს 17:00 საათზე სვეტიცხოველში დაიწყება საღამოს ლოცვა და კვირას 10:00 საათზე დაიწყება საღვთო ლიტურგია“, -განაცხადა ილია მეორემ.