logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო
- +

7 ოქტომბერი. 2018. 18:00

 

 

ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩინეთის ღია პირველობა მოიგო. ქართველმა ჩოგბურთელმა ფინალში არგენტინელი ხუან დელ პოტრო ორ სეტში ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა.

 

30 წლის არგენტინელი ტურნირის პირველი, ხოლო მსოფლიოს მე-4 ჩოგანი იყო. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, ის 26 წლისაა და ტურნირამდე 34-ე ნომრად იყო განთესილი.

 

ბასილაშვილი და დელ პოტრო დღემდე მხოლოდ ერთხელ არიან შეხვედრილები, წინა სეზონში შანხაის მასტერსზე არგენტინელს სამი სეტი დასჭირდა ქართველის დასამარცხებლად - (2:6, 6:3, 4:6).

 

ბასილაშვილმა ამ სეზონში მეორეჯერ მოიგო ATP ტურნირი, მან 500 სარეიტინგო ქულა გამოიმუშავა და 733 320 დოლარი ერგო. ეს იმას ნიშნავს, რომ ნიკა 23-ე ჩოგანი გახდება.

 

ტურნირის საპრიზო ფონდი 4 658 510 დოლარი იყო.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner