logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: არჩევნებს ჩავატარებთ ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით!
- +

14 მაისი. 2016. 17:14


პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" ყრილობაზე, თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ არჩევნების „თანაბარ პირობებში" ჩატარების უზრუნველყოფის პირობას დებს.



სულ მალე ქვეყანა წინასაარჩევნო რეჟიმში გადავა. მოგეხსენებათ, კოალიციის სუბიექტებმა გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად იყარონ კენჭი არჩევნებში. ეს სავსებით ნორმალური, დემოკრატიული პოლიტიკური პროცესია. მინდა, დღეს მადლობა ვუთხრა ყველას, ვისთან ერთადაც გავიარეთ ეს ურთულესი პერიოდი. დღეს გვეძლევა შესაძლებლობა, არჩევნებში დამოუკიდებლად გავიდეთ და ჩვენს ხალხსაც მიეცეს მეტი არჩევანი.

ძალიან მნიშვნელოვანია და მე ამას ვისურვებდი, რომ წინასაარჩევნო კამპანია ჩატარდეს ჯანსაღი კონკურენციის და არა კონფრონტაციის პირობებში. ჩვენ ამ არჩევნებს ჩავატარებთ ყველა დემოკრატიული სტანდარტის დაცვით. ჩვენ ეს შევძელით წინა ორ არჩევნებში და შევძლებთ ახლაც.

მე, როგორც ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, ვიზრუნებ იმისთვის, რომ ყველა პოლიტიკურ სუბიექტს ჰქონდეს თანაბარი პირობები და საარჩევნო კამპანიის თავისუფალ გარემოში წარმართვის შესაძლებლობა. წარმატება მინდა ვუსურვო ყველას, ვისაც საქართველოს უკეთესი მომავალი სურს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner