logo_geo
eng_logo
დათო ლორთქიფანიძე: ხალხი თავად განსჯის!
- +

24 თებერვალი. 2016. 13:57



გიგი უგულავას საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50-ათასლარიანი ჯარიმა მოუხსნეს. ასევე ყადაღა გაუქმდა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. პროკურატურა გეგმავს განაჩენის გასაჩივრებას. სასამართლო პროცესი პირველ მარტს განახლდება.


საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დათო ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში პროკურატურის გადაწყვეტილება გასაზიარებელია.

 

„როგორც ვიცი, პროკურატურა აპირებს განაჩენის გასაჩივრებას და მე, როგორც ამ ხელისუფლების წარმომადგენელი, ვფიქრობ პროკურატურის პოზიცია გასაზიარებელია. რა თქმა უნდა შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სასამართლომ საზოგადოების განწყობილებიდან გამომდინარე უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, ხალხი თავად განსჯის და არ მგონია, რომ ეს სასამართლოს ავტორიტეტის ამაღლებისკენ გადადგმული ნაბიჯი იყო", - განაცხადა ლორთქიფანიძემ „რეპორტიორთან" საუბრისას.







 

right_banner right_banner
არქივი
right_banner