logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ!
- +

14 მაისი. 2016. 17:15


„დღეს პარტიის დაარსებიდან 4 წლის თავზე, თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ბევრი პრობლემა გადავჭერით, ბევრი სირთულე დავძლიეთ", - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა „ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ მმართველმა გუნდმა ამ წლების მანძილზე მოახერხა, თავიდან აერიდებინა სამოქალაქო დაპირისპირება, რისი საშიშროებას, პრმეიერის თქმით, ნამდვილად არსებობდა.

 

„რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია, იმ დაძაბულ ვითარებაში თავიდან ავიცილეთ ანგარიშსწორების საფრთხე, რომლის წინაშეც რეალურად იდგა ჩვენი ქვეყანა. ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა ანგარიშსწორება. მიგვაჩნია, რომ ეს გუშინდელი დღეა, რეგრესია, განვითარების შეფერხებაა. გვჯერა, გავა დრო და ხალხი ჩვენი გადაწყვეტილების სისწორეში კიდევ უფრო დარწმუნდება. ჩვენი მიზანი მხოლოდ ქვეყნის მშვიდობიანი, თანმიმდევრული განვითარება და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობაა. ის, რომ ჩვენ შევძელით, აგვერიდებინა ქვეყნისთვის მთავარი, სამოქალაქო დაპირისპირების საფრთხე, ჩვენი გუნდის ლიდერების პოლიტიკური ნების და თითოეული თქვენგანის დამსახურებაა.

 

იყო თუ არა ეს 4 წელი უშეცდომო? პირდაპირ გეტყვით, რა თქმა უნდა, არა. და ეს ბუნებრივიცაა ახალგაზრდა პარტიისთვის. მაგრამ, ჩვენ არც ამ შეცდომების აღიარება და არც რეალობისთვის თვალის გასწორება გაგვჭირვებია. ერთი რამ შეიძლება თამამად ითქვას, ყველა ჩვენი გადაწყვეტილება იყო მხოლოდ ქვეყნის სიყვარულით ნაკარნახევი და ეს არის უზენაესი, რაც ჩვენ გვიხელმძღვანელებს ჩვენს მომავალ გადაწყვეტილებებშიც", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner