logo_geo
eng_logo
„ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული“ - ილია მეორე მონსერატ კაბალიეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
- +

8 ოქტომბერი. 2018. 00:14

 

 

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ცნობილი საოპერო მომღერლის, მონსერატ კაბალიეს გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.

 

„თანამედროვე მსოფლიოს მუსიკალური სამყაროს მშვენების, დიდი მონსერატ კაბალიეს გარდაცვალებამ მილიონობით ადამიანის გულისტკივილი გამოიწვია და, მათ შორის, ჩვენიც. საქართველოში ყოფნისას იგი საპატრიარქო რეზიდენციაში გვეწვია და თავისი სითბო სა სიყვარული დაუვიწყარ შთაბეჭდილებად დაგვიტოვა.

 

მონსერატი მარადისობის მკვიდრი გახდა, მაგრამ მისი სახელი ღვთისგან მომადლებული ნიჭისა და პიროვნული გამორჩეული თვისებების გამო, ამქვეყნადაც წარუშლელი იქნება.

 

ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული“, – ნათქვამია ილია მეორის სამძიმრის წერილში.

 

საოპერო მომღერალი მონსერატ კაბალიე გუშინ 85 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner