logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ!
- +

14 მაისი. 2016. 17:22


პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას, პოლიტსაბჭოს განახლებული შემადგენლობის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება.

 


მჯერა, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ და ამის რწმენას მაძლევს ჩვენი ერთობა, განახლებული გუნდი, განახლებული ენერგია, კონკრეტული გეგმები და მკაფიო ხედვა, რომელსაც ენდობა ჩვენი ხალხი და ეჭვი არ შეაქვს, რომ ქართული ოცნების" ყველა ნაბიჯი ჩვენი სამშობლოს სიძლიერეს ემსახურება. ჩვენ მივაღწევთ დასახულ მიზანს და ქვეყნის სტაბილური განვითარებით მოვუტანთ კეთილდღეობას ყველას.

 

როგორც პარტია ქართული ოცნების" თავმჯდომარე, მე დარწმუნებული ვარ, ქართული ოცნება" დამაჯერებლად გაიმარჯვებს ამ არჩევნებში, ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ამით ჩვენი სამშობლო გაიმარჯვებს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner