logo_geo
eng_logo
ბიძინა ივანიშვილი: ერთი კვირის თავზე მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ!
- +

14 მაისი. 2016. 17:41


ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა პარტია „ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ერთი კვირის თავზე წერილს გამოაქვეყნებს, სადაც ისაუბრებს იმაზე, თუ რა გააკეთა მოქმედმა ხელისუფლებამ და რა იქნება „ქართული ოცნების" სამომავლო გეგმები.



დაახლოებით ერთი კვირის თავზე გამოვაქვეყნებ წერილობით და მოგახსენებთ, თუ რას ვაპირებთ, რა გავაკეთეთ. ამ წერილში ყველაფერს აღვწერ", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.



ექს-პრემიერის თქმით, ახალ სახეებს არ იცნობს, ყველა მათგანი პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მიერაა შერჩეული და მას კადრების შერჩევაში მონაწილეობა არ მიუღია.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner