ყოფილი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ჯერჯერობით ახალი პარტიის შექმნას არ აპირებს.
„როგორც ყოფილი პრემიერი და როგორც „ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, მზად ვარ, თუკი გუნდს დასჭირდება, მხარში დავუდგე არჩევნების განმავლობაში. სიაში არ ვიქნები, რადგან პარტიის თავმჯდომარე ვიყავი. მინდა, წარმატება ვუსურვო ახალ გუნდს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.