logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: დღეს ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა!
- +

14 მაისი. 2016. 18:15



საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია „ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მის გუნდს აქვს იმის პოლიტიკური ნებაც, კომპეტენციაც და გამოცდილებაც, რათა ქვეყანაში შეიქმნას ისეთი პირობები, სადაც მოქალაქეებისთვის ცხოვრება სასიამოვნო იქნება.


 

ძალიან დიდი შინაგანი ენერგია მომეცა მე დღეს, რომ ჩვენს თანაგუნდელებთან ერთად ქვეყანა ვაქციოთ ისეთ ქვეყნად, სადაც ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრება მართლაცდა სასიამოვნო იქნება. შეიქმნას ისეთი პირობები, რომ ჩვენი თანამოქალაქეები დაბრუნდნენ. შეიქმნება უკეთესი ეკონომიკური განვითარების პირობები, უკეთესი პირობები ბიზნესის კეთებისთვის, მეტი შემოსავალი მიეცემათ და მეტი სამუშაო ადგილი იქნება ჩვენი თანამოქალაქეებისთვის. ჩვენ ამისთვის ყველაფერი გაგვაჩნია - პოლიტიკური ნებაც, კომპეტენციაც და გამოცდილებაც. ყველაფერი ამის შედეგად, და რა თქმა უნდა, ჩვენი თანამოქალაქეების თანადგომის შედეგად მივაღწევთ ისეთ წარმატებას, რომელიც ჩვენს ქვეყანას განვითარების სრულიად ახალ ეტაპზე გადაიყვანს", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner