logo_geo
eng_logo
კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ
- +

24 თებერვალი. 2016. 14:00



მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, კომუნალურ ვაუჩერებს ის ოჯახები მიიღებენ, რომლებსაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები აქვთ.



მისი თქმით, კომუნალური ვაუჩერები წლების განმავლობაში თბილისის იმ მოქალაქეებს ერიცხებოდათ, რომლებსაც მაღალი შემოსავალი ჰქონდათ.



დიდი ხანი მიდიოდა ამაზე მსჯელობა, მათ შორის მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში, საკრებულოში და გასულ კვირას უკვე შევიდა მერია საკრებულოში ინიციატივით, რომ იმ ოჯახებმა მიიღონ კომუნალური ვაუჩერები, ვისაც სოციალურად დაუცველთა ბაზაში 200 ათას ქულაზე ნაკლები გააჩნია, ესენი არიან ოჯახები, რომლებიც ყველაზე მეტად შეჭირვებულები არიან და რეალურად სარგებლობენ არამარტო კომუნალური სუბსიდიის, არამედ  მერიის სხვა სოციალური პროგრამებითაც.

ის ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან სოციალურად დაუცველები შეუძლიათ, რომ მიიღონ მონაწილეობა სოციალურად დაცველთა ბაზაში. თუ მიიღებენ 200 ათას ქულაზე ნაკლებს, რაც საკმაოდ მაღალია ისინი ყველა ისარგებლებენ ამ შეღავათით. ამ მიმართულებით თანხები მიზნობრივად და ეფექტურად იქნება გადანაწილებული", - განაცხადა გელა ჩივიაშვილმა.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner