logo_geo
eng_logo
ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, მაია ოთინაშვილი ქართულ მხარეს გადასცეს
- +

9 ოქტომბერი. 2018. 12:18

 

 

ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.

 

„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.

 

აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner