ცხინვალის დე-ფაქტო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში დაკავებული საქართველოს მოქალაქე მაია ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა.
„29 სექტემბერს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს მაია ოთინაშვილს ლენინგორის რაიონულმა სასამართლომ 1 წლით პირობითი სასჯელი და 6 თვის გამოსაცდელი ვადით პატიმრობა მიუსაჯა. 9 ოქტომბერს ოთინაშვილი საქართველოს ხელისუფლებას გადაეცა“, - ნათქვამია ე.წ. უწყების განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ მაია ოთინაშვილი ჯერ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ გადმოუყვანიათ.