logo_geo
eng_logo
ლევან ყიფიანს პროკურატურა დღეს კიდევ ერთხელ გამოჰკითხავს
- +

9 ოქტომბერი. 2018. 14:58

 

 

მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებთან  დაკავშირებით მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ, გამოკითხვის მიზნით, ლევან ყიფიანი კიდევ ერთხელ გამოიძახა.

 

ამ ეტაპისთვის საგამოძიებო უწყებამ გამოჰკითხა ჩანაწერებში სავარაუდოდ მონაწილე პირები, მათ შორის  „ომეგა ჯგუფში“ შემავალი  კომპანიების  დირექტორები და თანამშრომლები, ასევე  კომპანიის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

 

ამასთან, მიმდინარე  გამოძიების ფარგლებში, თბილისის პროკურატურამ,  გამოკითხვის მიზნით,  2018 წლის 4 ოქტომბერს  კიდევ ერთხელ გამოიძახა ზაზა ოქუაშვილი, თუმცა იგი საგამოძიებო ორგანოში არ გამოცხადდა.

 

სხვადასხვა მედიასაშუალებებით სავარაუდოდ ლევან ყიფიანსა და ზაზა ოქუაშვილს შორის საუბრის  აუდიოჩანაწერის გავრცელებასთან დაკავშირებით, თბილისის პროკურატურაში გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს  180-ე მუხლის მესამე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც  სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულადი თანხის მოტყუებით დაუფლებას გულისხმობს.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner