საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო პროცესში აქტიურად ჩაერთვება. ამის შესახებ „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
„ბიძინა ივანიშვილმა თქვა, რომ აქტიურად ჩაერთვება წინასაარჩევნო პროცესებში, ეს არის მისი განცხადება; რაც შეეხება ფორმებს, ჯერ ეს დაზუსტებული, დაკონკრეტებული არ არის", - განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება საარჩევნო სიებს, როგორც კობახიძემ აღიშნა, ამ თემასთან დაკავშირებით მუშაობა გრძელდება.