logo_geo
eng_logo
ირაკლი კობახიძე: არ არის გამორიცხული, პოლიტსაბჭოს ახალი წევრები პარტიის საარჩევნო სიაშიც იყვნენ
- +

14 მაისი. 2016. 18:47




პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივნის ირაკლი კობახიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული, პოლიტსაბჭოს ახალი წევრები პარტიის საარჩევნო სიაშიც იყვნენ. 



ბუნებრივია, სიას ჯერ ვერ გავაცხადებთ. რაც შეეხება ახალი სახეების წარდგენას, ეს ეტაპობრივად განხორციელდება", - განაცხადა კობახიძემ.



კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა,  სიაში იყვნენ პოლიტსაბჭოს ახალი სახეები, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ  სავსებით ლოგიკურია, პოლიტსაბჭოს წევრები მოხვდნენ სიაში.


 

ახალი წევრები შეირჩა სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით, რა ნიშნითაც ყალიბდება  საარჩევნო სია. ეს არის პიროვნული თვისებები, წარსული, ეს არის ის ძირითადი კრიტერიუმები, რომელიც იყო გადამწყვეტი პოლიტსაბჭოს წევრების შერჩევისას", - განაცხადა ირკალი კობახიძემ.

 

 

 



პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პოლიტსაბჭოს ცხრა ახალი წევრი ჰყავს. პოლიტსაბჭოს ახალი წევრები არიან - დავით ბაქრაძე, დავით კოღუაშვილი, მამუკა მდინარაძე, ირინე ფრუიძე, რომან კაკულია, სოფიო კილაძე, აკაკი ზოიძე,  ზვიად გონაძე, პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner