logo_geo
eng_logo
ნოდარ ხადური: „ქართული ოცნება“ კონკურენციის გარეშეა!
- +

14 მაისი. 2016. 18:51



„ქართული ოცნება" კონკურენციის გარეშეა და არჩევნებში აუცილებლად გავიმარჯვებთ", - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.


ნოდარ ხადურის თქმით, პოლიტიკური საბჭოს ახალი სახეები პარტიაში ახალ იდეებს შეიტანენ.

 

„პარტია იწყებს ახალ ეტაპს მის ცხოვრებაში. მეოთხე ყრილობა ჩატარდა. ხედავთ, როგორი გრანდიოზული იყო ეს ყრილობა. ახალი სახეები პოლიტიკურ საბჭოში არის ის ძალა, რომლებიც ახალ იდეებს შემოიტანენ პარტიაში. ვფიქრობ და რეალურადაც ასეა, რომ „ქართული ოცნება" არის კონკურენციის გარეშე და ოქტომბერში დანიშნულ არჩევნებში ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ", - განაცხადა ხადურმა.


„ქართული ოცნების" რიგით მეოთხე ყრილობა დღეს ჩატარდა, სადაც პარტიის თავმჯდომარედ მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აირჩიეს. ყრილობაზე ასევე, პოლიტსაბჭოს ახალი წევრების არჩევა მოხდა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner