logo_geo
eng_logo
მამუკა მდინარაძე, სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნების” სიაშიც იქნება
- +

14 მაისი. 2016. 19:06



პოლიტსაბჭოს ახალი წევრი მამუკა მდინარაძე სავარაუდოდ, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სიაშიც იქნება.



მდინარაძის განცახდებით, „ქართულმა ოცნებამ" საქართველოს მოსახლეობას ძალიან ბევრი სიკეთე მოუტანა.



შესაბამისად, თუ დინამიკაში კიდევ უფრო გაძლიერდება და მეტი ჟინით იქნებიან მომართულები ქართული ოცნების" წევრები და ხელისუფლების წარმომადგენლები იმ საკეთებელი საქმისადმი, რაც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ, ეს იქნება ძალიან კარგი და თქვენ ხედავთ, რომ ამისი ნიშნები დღეს არის განახლების კუთხით და .. ჩვენ გვაქვს ახალი, ძალიან მყარ საფუძველზე დაშენებული მყარი შენობა, რომელზეც თითო აგური ყველამ უნდა დავდოთ და ამისთვის ვართ მომართულები. მე მიმაჩნია, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ეს აისახება საქართველოს ყველა მოსახლეზე. ჩვენი არჩევანი არის ევროპული და ამის შესახებ რამდენიმე თვეში და წელში აღარც ერთი კითხვა არ დაისმე", - განაცხადა მდინარაძემ.



კითხვაზე, იქნება თუ არა თავად პარტია „ქართული ოცნების" სიაში, მდინარაძის განცხადებით, „ალბათ იქნება, რადგან პოლიტსაბჭოს წევრია".


 

ასეთი დათქმა არ არსებობს, რომ პოლიტსაბჭოს შემადგენლობიდან აბსოლუტურად ყველა იქნება სიაში. შეიძლება მოხდეს ისე, რომ ზოგი იყოს მაჟორიტარობის კანდიდატი, თუმცა ამის შესახებ გადაწყვეტილებას გუნდურად მივიღებთ და საზოგადოებისთვის იქნება ცნობილი", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 






 

right_banner right_banner
არქივი
right_banner