logo_geo
eng_logo
ლევან ყიფიანი ზაზა ოქუაშვილს უჩივის
- +

10 ოქტომბერი. 2018. 11:07

 

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი „ომეგა ჯგუფის“ დამფუძნებელს ზაზა ოქუაშვილს უჩივის.

 

ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ლევან ყიფიანის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განუცხადა და აღნიშნა, რომ სარჩელი მზადების პროცესშია და 2-3 დღეში მას პროკურატურაში შეიტანენ.

 

შალვა ხაჭაპურიძის თქმით, სწორედ ამიტომ, ლევან ყიფიანის დაგეგმილი ბრიფინგის დრომ გადაიწია და ის დღეს აღარ გაიმართება.

 

ლევან ყიფიანი გამომძიებლებმა ე.წ. „ომეგას საქმესთან“ დაკავშირებით გამოკითხვაზე ხელმეორედ გუშინ დაიბარეს. სწორედ თბილისის პროკურატურის დატოვების შემდეგ დააანონსა ლევან ყიფიანმა ბრიფინგი. როგორც დაკითხვიდან გამოსულმა ადვოკატმა აღნიშნა, პროკურატურას ლევან ყიფიანთან შეკითხვები ძირითადად ახალ გარემოებებზე ჰქონდა.

 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner