სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 9 დეკემბერს ჩატარდება.
ჯერჯერობით უცნობია, როდის გადადგება ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი თანამდებობიდან, თუმცა, კონსტიტუციის თანახმად, არჩევნები პრემიერის გადადგომიდან 30 დღის შემდეგ ტარდება და პარლამენტის დათხოვნიდან არაუგვიანეს 45 დღისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არჩევნები ნოემბრის ბოლოს - დეკემბრის შუა რიცხვების პერიოდში უნდა ჩატარდეს.
ადგილობრივი გამოცემა „ჟამანაკი“ წერს, რომ ფაშინიანი თანამდებობიდან ერთ ან ორ დღეში უნდა გადადგეს, რომ პარლამენტს პროცესუალური პროცედურისთვის დრო დარჩეს: პარლამენტის დათხოვნისა და არჩევნების დანიშვნისთვის.