ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინციდენტი ფორტ მაიერსის სავაჭრო ცენტრში მოხდა.
არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა.
თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელმა დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.
პოლიციას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია.