logo_geo
eng_logo
ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
- +

10 ოქტომბერი. 2018. 12:40

 

ფლორიდაში, სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. ინციდენტი ფორტ მაიერსის სავაჭრო ცენტრში მოხდა.

 

არსებული ინფორმაციით, ცეცხლი უცნობმა პირმა გახსნა.

 

თვითმხილველების განცხადებით, თავდამსხმელმა დაახლოებით 20-ჯერ გაისროლა. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია.

 

პოლიციას მომხდართან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცია ჯერ არ გაუსაჯაროებია.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner