logo_geo
eng_logo
ვალერი გელბახიანი: მაისამდე სამთავრობო ცვლილებებს ვიხილავთ
- +

24 თებერვალი. 2016. 14:02



იურისტი ვალერი გელბახიანი სამთავრობო ცვლილებების აუცილებლობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ „ქართულ ოცნებას" მთავრობის ამ შემადგენლობით, არჩევნებში გამარჯვების შანსი თითქმის არ აქვს. როგორც გელბახიანმა „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სამთავრობო ცვლილებებს მაისის თვის ბოლომდე უნდა ველოდოთ.


„კოალიციაში მიმდინარეობს სერიოზული მოვლენები. კოალიციის წევრებს შორის საარჩევნო ციებ-ცხელებაა დაწყებული. ყველა თავის ადგილს ეძებს შემოდგომის არჩევნებისთვის. ბუნებრივია, ეს დაუკავშირდება სამთავრობო შემადგენლობასაც. ის ვინც დარჩება კოალიციაში, ბუნებრივია სამთავრობო ქვოტებს მოითხოვს. აქედან გამომდინარე, ცვლილებებია მოსალოდნელი.

 

ასევე ცვლილებებია მოსალოდნელი, რადგან, როგორი კარგი ბიჭიც არ უნდა იყოს გიორგი კვირიკაშილი, ძველი შემადგენლობით, მთავრობის 4-წლიანი მმართველობა გვაჩვენებს, რომ ცხოვრება გაძვირდა და დამძიმდა. ამიტომ, თუკი მთავრობა არჩევნებამდე ამ შემადგენლობით მივა, არ უნდა ჰქონდეს მოსახლეობის მხარდაჭერის იმედი. მაგრამ, თუ მოვა განახლებული შემადგენლობით, პროგრამებითა და პროექტებით, საზოგადოების ნაწილს მიეცემა კვლავ იმედი და მხარდაჭერა გაეზრდება „ქართულ ოცნებას". ალბათ მაისამდე სამთავრობო ცვლილებებს ვიხილავთ", - განაცხადა ვალერი გელბახიანმა. 


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner