logo_geo
eng_logo
სანდრო ბრეგაძე: მე ჩემი მეგობრების გამკვირვებია
- +

14 მაისი. 2016. 17:20


 

პარტია „ეროვნულების" ლიდერი სანდრო ბრეგაძე  facebook-გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:

 

ჩემო მეგობრებო ოცნებიდან", ის ხალხი მომიკითხეთ, დღეს ყრილობაზე წინა რიგებში რომ გყავდათ და საღამოს სკაიპით" ოდესაში რომ ატეხავს რეკვას და ანგარიშის ჩაბარებას მიშა სააკაშვილთან. საოცარი ფენომენია ჩვენი ..ინწილიგენცია და ..ბიზნესმენები. როგორც გერმანული ნაგაზის ჯიში გამოიყვანა ფაშისტებმა, ასევე გამოიყვანა ინწილიგენციის" ახალი პაროდა" შევარდნაძემ. ყველაზე მეტად ამ პაროდის" ის ძუკნები აღმაფრთოვანებენ", რომლებსაც ოჯახი ურთიერთშეთანხნებით ორად აქვთ გაყოფილი, უფროსები - ბიძინისტები, ახალგაზრდები - მიშისტები. თან ერთმანეთის საქციელს როგორ ოსტატურად ამართლებენ, უფროსები ბიძინასთან მიშას მხარდაჭერას ოჯახის უმცროსი წევრების ახალგაზრდობა-გამოუცდელობით ხსნიან, ხოლო უმცროსები მიშას უფროსების ბიძინასადმი მხარდაჭერას მათი სიბერით და გამოთაყვანებით ხსნიან. საჭირო მომენტში კი ყველანი მიშისტებად იქცევიან და მერე ნახეთ კორდებალეტი".

P.S. მე ჩემი მეგობრების გამკვირვებია, რომლებიც აშკარად რაღაც უხილავ სიამოვნებას იღებენ ამ პოლიტიკური მაზოხიზმისგან", - წერს ბრეგაძე.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner