შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეიდან თბილისში სიჩქარის მზომი კიდევ 6 „ჭკვიანი კამერა“ აამოქმედა.
საგზაო უსაფრთხოების დაცვის მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზე „ჭკვიანი კამერები“ დაემატა. ამ დროისთვის თბილისში ჯამურად 248 ე.წ. „ჭკვიანი კამერა“, მათ შოროს სიჩქარის მზომი 18 სექცია ფუნქციონირებს. სიჩქარის კონტროლის სისტემით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით უკვე 271 კილომეტრი საავტომობილო გზა კონტროლდება.
დღეიდან დედაქალაქში საავტომობილო სიჩქარის კონტროლის 6 სექცია შემდეგ ადგილებში ამოქმედდა:
შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს „ჭკვიანი“ ვიდეოკამერების და სიჩქარის მზომი რადარების მთელი ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებას. წლის ბოლომდე, ქვეყნის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, როგორც მაგისტრალურ გზებზე, ასევე, შიდა საქალაქთაშორისო გზებზე, დაგეგმილია ჯამში 1200 ჭკვიანი ვიდეოკამერის ამოქმედება.