თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში“ შესული კანდიდატებიდან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში ერთი განაცხადი შემოვიდა ჩინური კომპანია China Construction Seventh Engineering Division Corp. LD.-ს მიერ. ამის შესახებ ცნობილი გახდა 10 ოქტომბერს სამინისტროში გამართულ უწყებათაშორისი კომისიის სხდომაზე, სადაც დალუქულ პაკეტში წარმოდგენილი განაცხადი გაიხსნა.
როგორც კომისიის სხდომაზე ითქვა, განაცხადი მოიცავს თბილისის ლოგისტიკური ცენტრის განვითარების მიზნით კანდიდატის მიერ წარმოდგენილ სამართლებრივ, ტექნიკურ, ეკონომიკურ და ფინანსურ წინადადებებს. უახლოეს მომავალში, შესაბამისი სამუშაო ჯგუფის მიერ მოხდება განაცხადის შესწავლა, რის შემდეგაც კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას გამარჯვებულის გამოვლენის საკითხზე.
თბილისისა და ქუთაისის ლოგისტიკური ცენტრების პროექტზე მიმდინარე ინვესტორის შერჩევის მეორე ეტაპის ფარგლებში ,,მოკლე სიაში“ შესული კანდიდატების მიერ წინადადებების წარმოდგენის ვადა 8 ოქტომბერს ამოიწურა.