„ძალიან სასიხარულოა რომ ასეთი ადამიანები შემოგვიერთდნენ", - ამის შესახებ გიორგი კვირიკაშვილმა „იმედის" ეთერში პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს ახალ წევრებზე საუბრისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის აზრით, ეს ადამიანები ძალიან დიდი აქტივია პარტიისთვის.
„ეს ადამიანები არიან არამარტო განათლებით, არამედ გამოცდილებითაც გამორჩეულები, რადგან მათ უკან არის ბევრი კარგი გაკეთებული საქმე. ისინი აქტიურად არიან ჩართული საქმეში. ძველი გუნდი ახალ გუნდთან ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმის გაკეთებას შეძლებს.
ზოგადად, უნდა დასრულდეს ის მიდგომა, როცა ლიდერის ან ხელმძღვანელის ცვლილებას მერე მთელი გუნდის ცვლილება არ უნდა მოჰყვეს. უნდა შევძლოთ გუნდის არსებულმა წევრებმა და ახალმა წევრებმა ერთად მუშაობა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.