logo_geo
eng_logo
კინოენით მოთხრობილი საქართველო ქართული კინო სერიები 2018
- +

11 ოქტომბერი. 2018. 03:28

 

 

2018 წლის ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე ქართული ფილმების რეტროსპექტივა გრძელდება. გერმანიის კინოსმუზეუმში კოტე მიქაბერიძის ფილმის - "ჩემი ბებია" ჩვენება გაიმართა. კინოჩვენებას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილეები - მიხეილ გიორგაძე და ლევან ხარატიშვილი, ასევე, კინოცენტრის დირექტორი ზურაბ მაღალაშვილი დაესწრნენ.

 

მოეწყო სოსო დუმბაძისა და ნინო ძანძავას წიგნის პრეზენტაციაც, რომელიც ცნობილი ქართველი კინორეჟისორის კოტე მიქაბერიძის ცხოვრებასა და შემოქმედებას ეძღვნება. წიგნი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე წარსადგენად, ინგლისურ ენაზე გამოიცა. ქართული ფილმების რეტროსპექტივას ეროვნული კინოცენტრი, გერმანიის კინოსმუზეუმთან და კინოსა და ვიდეოხელოვნების ინსტიტუტ - “არსენალთან” ერთად 3 ოქტომბრიდან 31 ოქტომბრამდე მართავს. ჩვენებები და დისკუსიები მოიცავს კლასიკურ პერიოდს - უხმო კინოდან საქართველოს მიერ 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვებამდე. ნაჩვენები იქნება 20-ზე მეტი ფილმი, მათ შორის ავანგარდული უხმო კინოს ნიმუშები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა საბჭოთა კავშირის პერიოდში დამკვიდრებულ ე.წ. ფორმალიზმსა და ცენზურის გავლენას ქართულ კინოზე. საუბარი იქნება რეჟისორების - მიხეილ ჭიაურელის, მიხეილ კალატოზიშვილის და ნიკოლოზ შენგელაიას შემოქმედებაზე. ასევე, 50-იანთა თაობის რეჟისორებზე, რომლებმაც ახალი სიტყვა თქვეს ქართულ კინოში. გარდა სრულმეტრაჟიანი ფილმებისა, ნაჩვენები იქნება დოკუმენტური და მოკლემეტრაჟიანი ფილმების პროგრამა. დაგეგმილია ლექციები, შეხვედრები და მასტერკლასები ფილმების ავტორებთან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner