logo_geo
eng_logo
მანანა კობახიძე: „ქართული ოცნების“ სიის ფორმირების პროცესი მალე დასრულდება
- +

14 მაისი. 2016. 20:26





პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ საარჩევნო სიასთან დაკავშირებით დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომ პარტია „ქართული ოცნების" სიის ფორმირების პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია და მალე დასრულდება.



 

„სიის ფორმირების პროცესი ძალიან აქტიურ ფაზაშია და ის მალე დასრულდება. ზუსტად როდის მოხდება პრეზენტაცია, ამას გადაწყვეტს პარტიის პოლიტსაბჭო. შეიძლება, ეს არ იყოს ერთ კვირაში და უფრო მეტი დრო დასჭირდეს. ამ გადაწყვეტილებას პარტიის შესაბამისი ორგანო მიიღებს და საზოგადოებისთვის გახდება ცნობილი, ვინ იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც აიღებენ პასუხისმგებლობას მომავალი 4 წლის განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაზე", - განაცხადა მანანა კობახიძემ.



მანანა კობახიძის თქმით, მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენა, ალბათ, უფრო ეტაპობრივად ოლქების მიხედვით მოხდება.



„ჩვენი მიზანია, რომ დროულად დავიწყოთ ეს კამპანია იმისთვის, რომ ჩვენს ამომრჩევლებთან მივიტანოთ ჩვენი პროგრამაც, ის მთავარი ამოცანები, რაც ხელისუფლებას აქვს მათი პრობლემების მოსაგვარებლად და ის გაკეთებული საქმეებიც, რომელიც ნამდვილად ამ გუნდის წარმატებაა ბოლო 4 წლის განმავლობაში", - განაცხადა მანანა კობახიძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner