logo_geo
eng_logo
საქართველოს ეროვნული მუზეუმი ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე
- +

11 ოქტომბერი. 2018. 03:48

 

 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული მუზეუმი სამი გამოფენით და საგანმანათლებლო პროგრამებითაა წარმოდგენილი. გამოფენებიდან ერთ-ერთი, ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (Naturmuseum Senckenberg) 10 ოქტომბერს გაიხსნა და 18 ნოემბრამდე გაგრძელდება. მუზეუმში წარმოდგენილი იქნება ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით, დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. არქეოლოგიის მუზეუმი (Archäologisches Museum Frankfurt am Main) კი, 10 თებერვლამდე უმასპინძლებს გამოფენას ღვინისა და ოქროს წარმოების შესახებ, სადაც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა ექსპონატი ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით. 10 თებერვლამდე იხილავს დამთვალიერებელი კიდევ ერთ გამოფენას, ამჯერად, ლიბიგჰაუსი​ს მუზეუმში (Skulpturensammlung Liebghaus), სადაც ის ძველ მსოფლიოში ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს გაეცნობა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner