logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილი: საკმაოდ რთულია პრემიერ-მინისტრობისა და პარტიის თავმჯდომარეობის შეთავსება
- +

14 მაისი. 2016. 20:27



პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარედ არჩევის შემდეგ კომენტარს აკეთებს. კვირიკაშვილის თქმით, მას აქვს საკმაოდ რთული ამოცანა - ერთმანეთს შეუთავსოს ეს ორი თანამდებობა.


„მე შევითავსე პრემიერის თანამდებობა და პარტიის თავმჯდომარეობა და ვფიქრობ, ეს გაცილებით მეტ შესაძლებლობას მომცემს, გავაკეთოთ ერთად ძალიან ბევრი კარგი საქმე და ამის წინაპირობა უკვე არსებობს. მე მაქვს საკმაოდ რთული ამოცანა, ერთმანეთს შევუთავსო პრემიერობა და პარტიის თავმჯდომარეობა. ჩემი სამუშაო დროის 80%-ზე მეტი პრემიერ-მინისტრობას ეთმობა და ეს, ვფიქრობ, ბუნებრივიც არის, იმდენად გადატვირთულია პრემიერ-მინისტრის გრაფიკი დღევანდელ დღეს. წინასაარჩევნო პერიოდში ეს პროპორცია ალბათ შეიცვლება და უფრო მეტად გადავერთვები წინასაარჩევნო აქტივობებზე და გარკვეულად დავაბალანსებ ამ დროს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner