logo_geo
eng_logo
ეკა ბესელია: ეს იყო ჩვენი ერთობის კარგი დემონსტრირება!
- +

14 მაისი. 2016. 20:29




„ვფიქრობ, ყრილობა იყო მმართველი გუნდის მხრიდან ევროპული სტილის შეთავაზება ჩვენი მოსახლეობისთვის ძალიან ნათელი და მკაფიო გზავნილებით", -ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების" ყრილობის დასრულების შემდეგ განუცხადა.


საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატის თქმით, ამ ყრილობამ გუნდის ერთიანობა აჩვენა.


„ძალიან საინტერესო კომპოზიცია ვაჩვენეთ: ყოფილი პრემიერ-მინისტრები, ახალი პრემიერ-მინისტრი, პარტიის პირველი თავმჯდომარე და ახალი თავმჯდომარე. ვფიქრობ, ეს ერთობის კარგი დემონსტრირება იყო. ერთობა არის სიძლიერის მაჩვენებელი. რაც მთავარია, ახალ თავმჯდომარეს გიორგი კვირიკაშვილს ჰქონდა ძალიან გულწრფელი შეთავაზება მოსახლეობისთვის წინასაარჩევნოდ, ყველა ეს გზანილი თავისი შინაარსით იყო ძალიან კარგად გავრცობილი.

 

ჩვენ მივდივართ ამომრჩეველთან ჩვენი გეგმებით იმ ნდობის გადასამოწმებლად, რომელიც მივიღეთ 4 წლის წინ. დარწმუნებული ვარ, გავიმარჯვებთ ჩვენს ხალხთან ერთად", - განაცხადა ბესელიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner